ფეხბურთი

12:44 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. კვირკველიას გუნდი განვლილ ტურში ჩემპიონატის ლიდერ მოსკოვის “სპარტაკს” დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა (1:1). ქართველ ფეხბურთელს ამ შეხვედრაში გარჯა გამოცემა championat.com-მა დაუფასა:

“მოსკოვის “ლოკომოტივის” ახალწვეულმა სოლომონ კვირკველიამ “სპარტაკის” წინააღმდეგ “რკინიგზელთა” მცველების სამეულიდან ყველაზე ხარისხიანი მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატის ლიდერი ბევრს უტევდა, თუმცა “ლოკოს” მცველების დამსახურებით სახიფათო ზონაში ბურთთან შემტევები ვერ ასწრებდნენ” - ასე ახასიათებს კვირკველიასა და მისი პარტნიორების თამაშს ვალერი გაზაევი, რომელიც championat.com-ისთვის ყოველი ტურის შემდეგ 11 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

სოლომონ კვირკველია მიმდინარე სეზონში “რუბინში” სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ერთი თვის წინ იჯარის წესით გადავიდა “ლოკომოტივში” და კარგი ასპარეზობით ამტკიცებს, რომ ყაზანელთა რიგებში მისი უთამაშებლობის მიზეზი სპორტულ პრინციპებს სცდებოდა.

0.169046