იტალიის ეროვნულ ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა. “სკუადრა აძურას” მთავარ მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურას ინგლისური “საუთჰემპტონის” თავდამსხმელის, მანოლო გაბიადინის ნაცვლად შეკრებაზე ბერგამოს “ატალანტას” ახალგაზრდა ფორვარდის, ანდრეა პეტანიას გამოძახება მოუწია.
ამის მიზეზი გაბიადინის ტრავმაა, რომელიც პრემიერლიგის ბოლო ტურში “ტოტენჰემთან” მატჩისას მიიღო. რაც შეეხება პეტანიას, იგი ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვიეს.