ფეხბურთი

23:16 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" მახარობლიძემ გაახარა

ქუთაისის "ტორპედომ" ფოთის "კოლხეთს" ბოლო წუთებზე გატანილით მოუგო. ეს კახა ჩხეტიანის გუნდის პირველი გამარჯვებაა ეროვნულ ლიგაში.

ჯერ გიორგი გურულმა გაიტანა: შოთა ბაბუნაშვილის ჩაწოდებული კუთხური, მეკარე გაბრიელ თებიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და გურულმა დაამატა - 1:0. მეორე ტაიმში ფოტელები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან კაპიტანი ომარ გოგონაია გააძევეს. ეს 69-ე წუთზე მოხდა, ხოლო შვიდ წუთში "კოლხეთმა" მაინც გაათანაბრა - გიორგი ჯანელიძემ ეშმაკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი ყველას ასცდა და 1:1.

გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე გავიდა. ვაჟა ტაბატაძემ ჩააწოდა და ბიძინა მახარობლიძემ თავურით ზუსტად დაარტყა.

ტორპედო - კოლხეთი 2:1 (1:1)

ტორპედო: როინ კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გიორგი გურული, ქიმაძე, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (მამასახლისი 62), გიგაური (კაპანაძე 80), მახარობლიძე, დოლიძე (ტუღუში 70), საბანაძე

კოლხეთი: თებიძე, კილასონია, გოგონაია, კერძევაძე, ჟიშკარიანი (ლუკავა 87), ოტიენო, დაფე, ბოლქვაძე (ქებურია 63), ჯანელიძე, კორობკა, კოვტალიუკი

გოლები: 1:0 გურული (32), 1:1 ჯანელიძე (76), 2:1 მახარობლიძე (84)

გაძევება: გოგონაია (69, მეორე გაფრთხილება)

1. ჩიხურა 3 2 1 0 4 1 +3 7
2. საბურთალო 3 2 0 1 3 4 -1 6
3. ლოკომოტივი 3 2 0 1 4 3 +1 6
4. ტორპედო 3 1 1 1 3 3 0 4
5. სამტრედია 3 1 1 1 2 2 0 4
6. დილა 3 1 1 1 2 2 0 4
7. კოლხეთი 1913 3 1 0 2 4 3 +1 3
8. დინამო ბთ 3 1 0 2 2 3 -1 3
9. დინამო თბ 3 1 0 2 2 3 -1 3
10. შუქურა 3 0 2 1 3 5 -2 2
0.112703