კალათბურთი

13:58 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის 11 ქულა და აეკ-ის მორიგი გამარჯვება

საბერძნეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში აეკ-მა სტუმრად "კოროიბოსი" 89:63 დაამარცხა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა კი 25 წუთში 11 ქულა და 6 გადაცემა მიითვალა.

დიქსონს განვლილ შეხვედრაში სროლები არ წაუვიდა, მაიკლმა 6 სამქულიანი ააცილა, 9-დან მხოლოდ 5 ორქულიანი ჩააგდო და 1 საჯარიმო ზუსტად ისროლა.

ათენელებს მე-17 გამარჯვება მოუგროდათ და რეგულარულ სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებენ. მომდევნო მატჩს დიქსონის გუნდი შინ "პანათინაიკოსთან" 26 მარტს გამართავს.

0.119501