ფეხბურთი

23:40 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოხრეიძე - ისევ გოლი, ისევ გადამწყვეტი

საინტერესო გამოდგა თბილისური დერბი. ამ ტურამდე ერთპიროვნული ლიდერი "ლოკომოტივი" "საბურთალოს" უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:2 დამარცხდა და ახლა ორივე ამ გუნდს 6-6 ქულა აქვს. თამაში გამოდგა სანახაობრივი, ხოლო გამარჯვების გოლი იმ ფეხბურთელმა გაიტანა, რომელიც სულ 46 წამის შესული იყო მინდორზე: შემტევი გიორგი კოხრეიძე.

სხვათა შორის, კოხრეიძემ ამ სეზონში უკვე მეორედ გაიტანა გადამწყვეტი ბურთი. პირველ ტურში "ტორპედოსთან" ბოლო წუთზე შეაგდო. გიორგი კოხრეიძე 18 წლისა გახლავთ. რაც შეეხება დღევანდელ გოლს, საბურთალოელთა შემტევმა ლუკა იმნაძის ჩაწოდების შემდეგ ერთ შეხებაში გადაგზავნა ბურთი კარში. კარგი კონტრშეტევა იყო.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს: ჯერ არეულობისას მამია გავაშელიშვილმა გადაგზავნა კარში და "ლოკო" დაწინაურდა, ხოლო შემდეგ "საბურთალოს" კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოში შესვლა მეკარესგან ახლო კუთხეში დაბალი დარტყმით დაასრულა.

მეორე ნახევარში "საბურთალომ" აშკარად აჯობა "ლოკოს" და კოხრეიძის გოლი ლოგიკურიც იყო.

საბურთალო-ლოკომოტივი 2:1 (1:1)

საბურთალო: კუპატაძე, ტერა, მარგველაშვილი, თედო გრიგალაშვილი, ნადარაია (ცნობილაძე 46), მამუჩაშვილი, არზიანი (ბიძინაშვილი 62), ვაგნერი, ხარაიშვილი, იმნაძე, შინდაგორიძე (კოხრეიძე 72)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ღონღაძე, გაბაძე (არდაზიშვილი 75), რეხვიაშვილი, უბილავა, ჭანტურია, ქავთარაძე (კიკნაძე 75), დიასამიძე, კომახიძე, გავაშელიშვილი (მენთეშაშვილი 70), სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (23), 1:1 ხარაიშვილი (40), 2:1 კოხრეიძე (72)

გაფრთხილება: ქავთარაძე, უბილავა, მარგველაშვილი, არზიანი, თედო გრიგალაშვილი

მსაჯი: ნინუა

0.059155