ფეხბურთი

22:13 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” შემადგენლობა და ახალი სახეები

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ “სკუადრა აძურაში” ოთხი დებიუტანტია: ბერგამოს “ატალანტას” მარცხენა მცველი ლეონარდო სპინაცოლა, სერია ბ-ს ბინადარ “სპალის” მეკარე ალექს მერეტი, რომელზეც იტალიაში დიდი იმედი მყარდება და უკვე უკავშირებენ მის მომავალს ტურინის “იუვენტუსს”, “ინტერის” უნივერასლი მცველი დანილო დ’ამბროზიო და მისივე თანაკლუბელი, ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი.

სამაგიეროდ, ვენტურას ნუსხაში ვერ ვხედავთ ისეთ გამოცდილ ფიგურას, როგორიც კლაუდიო მარკიზიო. “იუვენტუსის” ნახევარმცველს ცუდი პერიოდი უდგას და სათამაშო პრაქტიკას ნაკრებში კი არა, კლუბშიც დანატრებულია.

სხვა მხრივ, იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), ალექს მერეტი (სპალ)

მცველები: დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), დანილო დ’ამბროზიო (“ინტერი”), მატია დე შილიო (“მილანი”), ალესიო რომანიოლი (“მილანი”), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა”), დავიდე ძაპაკოსტა (“ტორინო”)

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (“რომა”), რობერტო გალიარდინი (“ინტერი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”)

თავდამსხმელები: ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), ნიკოლა სანსონე (“ვილიარეალი”, ესპანეთი), ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), მანოლო გაბიადინი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ჩირო იმმობილე (“ლაციო”), ედერი (“ინტერი”)

იტალიის ნაკრები 24 მარტს, პალერმოში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ალბანეთს უმასპინძლებს, ხოლო ოთხ დღეში ამხანაგურად ჰოლანდიას გაეჯიბრება.

0.124597