კალათბურთი

21:20 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,რუსთავი’’ მეორე ადგილისათვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტური ,,რუსთავისა’’ და ,,სოხუმის’’ შეხვედრით დასრულდა.

მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. ქვემოქართლელები რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილისათვის იბრძვიან, რათა ფლეი-ოფის ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვონ. რაც შეეხებათ ზღვისპირელებს მათ ჯერ სუპერლიგაში დარჩენაც კი არ აქვთ გარანტირებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ ,,სოხუმი’’ ერთი ქულის სხვაობით 55:54 უგებდა მეტოქეს. მეოთხე, დასკვნით მეოთხედში ზღვისპირელებს დაღლა დაეტყო. ამით ისარგებლა მეტოქემ და საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით 88:69 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა ,,რუსთავის’’ კაპიტანმა, უკანახაზელმა რევაზ ჩაჩანიძემ დააგროვა. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი სერგო ათუაშვილმა (17 ქულა, 15 მოხსნა) და ტომი სპანოლომ (12 ქულა, 11მოხსნა) შეასრულეს.

სტუმართა შორის 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ალექსანდრ ტიშჩენკო იყო.

სატურნირო ცხრილში შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ ,,ქუთაისსა’’ და ,,რუსთავს’’ ერთმანეთისაგან სამი ქულა აშორებთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილისათვის ბრძოლა გრძელდება.

,,რუსთავი’’ - ,,სოხუმი’’ 88:69 (17:15, 24:19, 13:21,34: 14)

0.122095