ფეხბურთი

12:59 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო

საქართველო - სერბეთის მატჩის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს დღეიდან უკვე "დინამო არენას" სალაროებშიც შეუძლიათ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრა საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის 24 მარტს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია. დინამო არენას სალაროები ყოველდღე, 11:00 - 19:00 მუშაობს. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში, ბმულზე: www.tkt.ge/geovsrb

ბილეთის მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს საჩუქრად საქართველო - ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. მატჩის ბილეთი გულშემატკივრებს 25 მარტს გაეგზავნებათ. შეხვედრა 28 მარტს, ასევე "დინამო არენაზე" გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119582