ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბელა ხოტენაშვილი. ხუთი ტურის შემდეგ ბელას 4.5 ქულა აქვს და მეორე- მეოთხე ადგილებზე მყოფ სალომე მელიას, მერი არაბიძესა და სოფო გვეტაძეს ერთი ქულით უსწრებს.
მეექვსე ტურში ხოტენაშვილი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ არაბიძეს ეთამაშება.
მეხუთე ტურის შედეგები:
ნინო ხურციძე - ანა კუჭავა 1:0
ნიმო ხომერიკი -ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5
მერი არაბიძე - სალომე მელია 1:0
მირანდა მიქაძე - თამარ წერეთელი 0.5:0.5
სოფო გვეტაძე-სოფიკო ხუხაშვილი 1:0
სატურნირო მდგომარეპობა ხუთი ტურის შემდეგ:
1.ხოტენაშვილი 4.5 ქულა
2-4.მელია, არაბიზე, გვეტაძე 3.5-3.5
5.ხურციძე 3.0
6-7.წერეთელი, ხომერიკი 2.0-2.0
8.კუჭავა 1.5
9.მიქაძე 1.0
10.ხუხაშვილი 0.5
მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი:
კუჭავა - ხუხაშვილი
წერეთელი-გვეტაძე
მელია - მიქაძე
ხოტენაშვილი-არაბიძე
ხურციძე-ხომერიკი