გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარის" 21-წლამდელებში ითამაშა. დონეცკის "ოლიმპიკის" ახალგაზრდულთან შეხვედრაში სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 0:0 იყო. არაბიძის შეცვლის შემდეგ, "შახტარმა" გოლი გაიტანა და მოიგო. როგორც იცით, არაბიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს სერბეთთან 24 მარტის მატჩისთვის.
"ოლიმპიკის" 21-წლამდელებში კვლავაც სრულად ითამაშა 20 წლის ლუკა ნადირაძემ. მასზე ადრეც ვწერდით, ხან მარჯვენა მცველად ამწესებენ, ხან საყრდენ ნახევარმცველად. დიდი შანსია, ახალი სეზონიდან მთავარ გუნდში დააწინაურონ.
კიდევ, მცველმა გიორგი გადრანმა ითამაშა კიევის "დინამოსა" და ოდესის "ჩერნომორეცის" ახალგაზრდული გუნდების შეხვედრაში (2:2). გადრანი ოდესელთა შემადგენლობაში შეუცვლელად გაისარჯა.