ფეხბურთი

16:39 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა იბრაჰიმოვიჩისთვის ამერიკულ შანსს ეძებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა მისი კლიენტისთვის შანსს ამერიკაში ეძებს.

Marca-ს ცნობით, ის აშშ-ში იმყოფებოდა და „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.

შვედ ფორვარდს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. კანონის თანახმად, მას უკვე შეუძლია სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოება.

ზლატანის მიმართ ინტერესს ჩინური კლუბებიც იჩენენ და მზად არიან 35 წლის ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წელიწადში 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში იბრაჰიმოვიჩმა 15 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.10597