ფეხბურთი

1:00 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალუმ "ჰერტასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების შემტევმა სალომონ კალუმ "ჰერტასთან" კონტრაქტი გაახანრძლივა. ინფორმაცია ბერლინური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაცია ახალი ხელშეკრულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

კალუ "ჰერტაში" 2014 წელს "ლილიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. 31 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.

0.11765