ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” მეკარე კასპერ შმეიხელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. დანიელი გახდა პირველი მეკარე ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პენალტის მოგერიება, როგორც პირველ, ისე საპასუხო თამაშში შეძლო.
კასპერმა სევილიაში კორეას არ დაანება გატანა, ხოლო ინგლისში უკვე ნ’ზონზის აუღო თერთმეტმეტრიანი და დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში.