როგორც იცით, აკაკი ხუბუტია ამ ზამთარს გადავიდა რუმინულ "გაზ მეთანში". უფრო სწორად, დაბრუნდა ამ კლუბში, სადაც კარგი სეზონები გაატარა და საიდანაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. თუმცა ქართველ მცველს "გაზ მეთანში" წლეულს არ უთამაშია: მიზეზი არც ტრავმაა და არც მწვრთნელის გადაწყვეტილება.
"სამუშაო ვიზა არ მაქვს და საკვირველია, რომ ასე გაიწელა პროცესი. მუშაობენ ამ საკითხზე და ამ კვირაში პასუხი იქნებაო. ველოდები. ვვარჯიშობ, მაგრამ ვერ ვთამაშობ, რაც ძალიან რთულია. "გაზ მეთანს" დავალიანება აქვს და სანამ არ გადაიხდის, არაევროკავშირელის დარეგისტრირების უფლება არ ექნება. თანხის გადახდის რამდენიმე პროცესია ეტაპობრივად. რაც გადაიხადეს, უკვე წარადგინეს. სრულად უნდა მოხდეს ყველაფერი და მერე მომეცემა თამაშის უფლება. არ მეგონა, ამდენ ხანს თუ გაიწელებოდა ეს ამბავი" - გვითხრა ხუბუტიამ.
ანუ, აკაკი ირიცხება კლუბში, მაგრამ საჩემპიონატო განაცხადში ვერ აგესტრირებენ. თავად "გაზ მეთანსაც" არაფერში აწყობს ასეთი სიტუაცია, ფეხბურთელს ვერაფერში იყენებს.