ფეხბურთი

0:07 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასის მასპინძელი ქვეყანა უცნობია

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ დაადასტურა, რომ კონტინენტის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშებას მაროკო არ უმასპინძლებს.

რამდენიმე დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ მაროკო აფრიკის ერთა თასის მასპინძლობაზე უარს ამბობდა. ამის მიზეზი ებოლას ეპიდემიაა.

დღეს, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სხდომაზე, ტურნირის სხვა ქვეყანაში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად გაიმართება კონტინენტის რიგით 30-ე პირველობა. პრობლემა სერიოზულია, რადგან გათამაშება 2 თვეში იწყება და მასპინძელ ქვეყანას ტურნირის ორგანიზებისთვის ძალიან ცოტა დრო ექნება.

ტურნირის სხვა ქვეყანაში გადატანასთან ერთად, გადაწყდა, რომ გათამაშებიდან მაროკოს ეროვნული ნაკრები მოიხსნას.

0.12166