ჩოგბურთი

12:25 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ნადალს შეხვდება

ინდიან-უელსის მასტერსის 1/8-ფინალში ლეგენდარული ჩოგბურთელები, დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ინდიან-უელსის მასტერსის 1/16-ფინალში რაფაელ ნადალმა თანამემამულე ფერნანდო ვერდასკო 6:3, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში რაფამ 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდა. მეორე პარტიაში 5:5-ზე ნადალი გადამწყვეტ ბრეიკს ასრულებს.

ფედერერმა სტივ ჯონსონი 7:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრაში ვერც ერთმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შესრულება ვერ მოახერხა. როჯერს 4 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი გამოიყენა, ხოლო ჯონსონს ბრეიკის გაკეთების შანსიც არ ჰქონია. პირველი სეტის ტაიბ-ბრეიკი შვეიცარიელმა 7:3 მოიგო, ხოლო მეორე პარტიის 7:4.

ურთიერთშეხვედრებში ნადალი ფედერერს 23:12-ს უგებს. მათი ბოლო შეხვედრა 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში შედგა, მაშინ როჯერმა მეტოქე ხუთ სეტში დაამარცხა. რაფას და ფედერერის მატჩი 16 მარტს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

ინდიან-უელსის მასტერსის საპრიზო ფონდი 6.9 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.131649