ჩოგბურთი

11:32 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გაბაშვილს დაუპირისპირდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ირვინგის ჩელნჯერის ტურნირის პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილს შეხვდება.

ნიკა რეიტინგში 55-ე ადგილზეა, გაბაშვილი კი 165-ე პოზიციაზე. ურთიერთშეხვედრებში თეიმურაზი 1:0-ს იგებს. ჩოგბურთელები 2013 წელს თურქეთში ერთ-ერთი ჩელენჯერის ტურნირზე შეხვდნენ და გაბაშვილმა 3:6, 6:3, 6:3 იმარჯვა, თუმცა ნიკას 2013 წლის შემდეგ ყველა სათამაშო კომპონენტში საგრძნობლად მომატებული აქვს.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზეა ჩანიშნული.

0.123308