კალათბურთი

10:26 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება “ფილადელფიასთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ფილადელფია” 106:104 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, თუმცა პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ბლოკ-შოტი და 1 პასი გააკეთა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან ხუთივე სროლა გააფუჭა და 2-დან ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “ფილადელფია” მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ “მეომრებს” 12 ქულით ამარცხებდა, თუმცა “ოქროს შტატელებმა” ბოლო პერიოდში გარდატეხა შეიტანეს და ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი დაამარცხეს.

მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. 28 ქულით კლეი ტომპსონი გამოირჩა. “ფილადელფიაში” 25 ქულით საუკეთესო დარიო სარიჩი გახლდათ.

ოკლენდელებს 53 გამარჯვება დაუგროვდათ და 14 მარცხი, რითაც დასავლეთ კონფერენციაში ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

0.11234