სხვა

20:58 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგის პლეიოფი მთლიანად დაკომპლექტდა (+VIDEO)

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ორივე ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ქალებში გამოვლინდა რვა მეოთხედფინალისტი, ხოლო კაცებში - მეოთხედფინალის ორი მონაწილე და მერვედფინალის 6 წყვილი.

მიმოხილვა. ქალები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-12-rewind-women-episode-12

კაცები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-12-rewind-episode-14

ქალთა ტურნირზე პლეიოფის ბოლო საგზური მოიპოვა დანიის მიდტიულანდმა, რომელმაც სტუმრად დაამარცხა კონკურენტი, სლოვენიის კრიმ მერკატორი 27-21. კაცებში ბოლო ტურში მიაღწიეს მიზანს ხორვატიის ზაგრებმა და დანიის სილკებორგმა.

ზაგრებმა შინ 12 000 მაყურებლის თვალწინ 23-21 მოუგო სლოვენიის ცელიეს და რადგანაც სლოვენიაში 28-30 ჰქონდა წაგებული, სტუმრად გატანილი მეტო გოლის წყალობით გადაუსწრო კონკურენტს. ორივე გუნდის ჯობნა შეეძლო შვედეთის კრისტიანსტადს, ვისაც ფრე სჭირდებოდა მაკედონიაში, მაგრამ ვარდარმა 32-29 მოიგო, B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ მეოთხედფნალში მოხვდა.

A ჯგუფში პირველობა შეინარუჩნა ბარსელონამ, რომელმაც დაამარცხა პოლონეთის ვისლა - 36-28. ვისლას ქულა სჭირდებოდა მეექვსე ადგილის შესანარჩუნებლად, მაგრამ ვერ მოახერხა, დანიიის სილკებორგმა კი შინ მოუგო შვეიცარიის შაფჰაუზენს, კონკურენტს დაეწია და უკეთესი პირადი ბალანსით (24-33, 28-25) გავიდა მერვედფინალში.

პლეიოფში 22 მარტს დაიწყება, შეჯიბრება კი დასრულდება მაისში, ფინალური ოთხეულებით. ქალები გამარჯვებულს ბუდაპეშტში გამოავლენენ, კაცები - კიოლნში.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 14 ტური, 8-12 მარტი

A ჯგუფი

ბარსელონა 25 - პსჟ 24, ვესპრემი 18, ფლენზბურგი 15, კილი 12, სილკებორგი 8 - ვისლა 8, შაფჰაუზენი 2

გამოტოვებული: ფლენზბურგი-შაფჰაუზენი 31-26

ვესპრემი (უნგ) - ფლენზბურგი (გერ) 34-28

ბარსელონა (ესპ) - ვისლა პლოცკი (პოლ) 36-28

სილკებორგი (დან) - შაფჰაუზენი (შვც) 37-32

პსჟ (საფ) - კილი (გერ) 42-24

--

B ჯგუფი

ვარდარი 20 - კელცე 18, სეგედი 17, რაინ-ნეკარი 17, ბრესტი 14, ზაგრები 9 - ცელიე 9, კრიტიანსტადი 8

რაინ ნეკარი (გერ) - სეგედი (უნგ) 24-30

ზაგრები (ხორ) - ცელიე (სლნ) 23-21

კელცე (პოლ) - მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 35-27

ვარდარ სკოპიე (მკდ) - კრისტიანსტადი (შვდ) 32-29

C და D ჯგუფებ. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად

მონპელიე (საფ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 29-29 (36-34)

ნანტი (საფ) - ლა რიოხა (ესპ) 37-31 (31-25)

--

მერვედფინალი: 22/26 მარტი - 30 მარტი/2 აპრილი

ნანტი-პსჟ, მონპელიე-კელცე, ზაგრები-ვესპრემი, სილკებორგი-სეგედი, ბრესტი-ფლენზბურგი, კილი-რაინ ნეკარი

--

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. 10 ტური, 11-12 მარტი

1 ჯგუფი: ვარდარი 15, ფერენცვაროში 14, ბუდუჩნოსტი 14, მეცი 10 - ტიურინგერი 5, ასტრახანოჩკა 2

ფერენცვაროში (უნგ) - ბუდუჩნოსტი (მნტ) 23-24

ასტრახანოჩკა (რუს) - მეცი (საფ) 20-28

ვარდარი (მკდ) - ტიურინგერი (გერ) 36-26

---

2 ჯგუფი: დიორი 17, ლარვიკი 12, ბუკურეშტი 11, მიდტიულანდი 10 - კრიმი 6, ესბიერგი 4

კრიმ მერკატორი (სლნ) - მიდტიულანდი (დან) 21-27

ესბიერგი (დან) - ბუკურეშტი (რუმ) 20-25

ლარვიკი (ნორ) - დიორი ეტო (უნგ) 25-26

მეოთხედფინალი, 7-9/14-16 აპრილი

მიდტიულანდი-ვარდარი, მეცი-დიორი, ბუკურეშტი-ფერენცვაროში, ბუდუჩნოსტი-ლარვიკი

0.1233