ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარული ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი მიიჩნევს, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი ნგოლო კანტეა. ინგლისელის თქმით, იგი მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს.
“ვფიქრობ, რომ ნგოლო კანტე დღეს მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია. შეხედეთ როგორ თამაშობს იგი მიმდინარე სეზონში... ის გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ნამდვილად ვერ ვხედავ სხვა ფეხბურთელს მის პოზიციაზე, რომელიც კანტეზე უკეთ თამაშობს”, - უთხრა ლამპარდმა BBC-ის.
ნგოლო კანტე “ჩელსიში” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან “არისტოკრატების” ღირსება 30-ჯერ დაიცვა და 2 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი მან “მანჩესტერის” კარში გაიტანა.