საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი 15 და 16 მარტს, ლეგიონერების გარეშე, თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველო-თურქეთის ორივე დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
13 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდმა ღია ვარჯიში გამართა.
ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნული ნაკრები საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტდა:
მეკარეები: ჯაბა ჯამბურია ("ტატიშვილი", თბილისი), კარლო წვერავა ("სტუ-თელასი", თბილისი), ირაკლი გორგოშაძე ("ბსუ", ბათუმი)
წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე, ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, ზურაბ ლუკავა, ბუთა კაკაბაძე, ლაშა სიგუნავა (ყველა "ტატიშვილი", თბილისი), კახა მაისაია, შოთა თოფურია (ორივე "სტუ-თელასი", თბილისი), გია ნიკვაშვილი, გია ნინოშვილი ("აგორა", თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე ("პსპ", თბილისი), გიორგი მამულაძე ("ბსუ", ბათუმი), დავით დარჩია ("თბილისი")
ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი:
მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტები: არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე, ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია
შეგახსენებთ, რომ 8-11 აპრილს, თბილისში, ევრო 2018-ის მეინ რაუნდის შეხვედრები გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის საქართველო, იტალია, ჰოლანდია და ბელარუსი იბრძოლებენ.
სფფ-ის პრესსამსახური