ფეხბურთი

15:44 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” რეკორდი

ლონდონის “ჩელსის” ინგლისის ასოციაციის თასის 1/4-ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ ყველა ტურნირზე ერთად საკუთარ მოედანზე ზედიზედ 13 მოგებული მატჩი დაუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ამ 13 შეხვედრაში ლონდონელებმა რვა მატჩი მშრალზე მოიგეს და სულ ბურთების შეფარდება 39:6-ზეა.

“ჩელიმ” ბოლოს “სტენფორდ ბრიჯზე” ქულები 2016 წლის 16 სექტემბერს “ლივერპულთან” დაკარგა (1:2 დამარცხდა).

თეგები“ჩელსი”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112799