"ძაღლის ბედი აქვს", "მისთვის გათენდა", "ასჯერ რომ დაარტყას, ვეღარ გაიტანს" - რამდენნაირ გამოთქმას აღარ გაიგონებთ იღბლიანობაზე. ბედნიერი და უბედური დღეები ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაშია, მაგრამ ზოგჯერ არსებობს დაუვიწყარი დღეები, ამ შემთხვევაში დაუვიწყარი მატჩები.
ბოლო მაგალითი სერხი რობერტოა... ის არ გახლავთ "ბარსელონას" ვარსკვლავი და მეტიც, უმრავლესობა მისი ძირითადში თამაშის წინააღმდეგია, მაგრამ ერთმა გოლმა, ერთმა ფეხის მოქნევამ როგორ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. პსჟ-სთან ისეთი გოლი გაიტანა, კარგა ხანს რომ ემახსოვრებათ.
ამ გოლით სერხი რობერტო უკეთესი ფეხბურთელი როდი გახდა... მაგრამ თანაგუნდელთა თვალში მისი ფასი აიწევა, მწვრთნელიც უკვე სხვაგვარად შეხედავს და თვითონ სერხი რობერტოც, როცა დაბერდება, შვილიშვილებს მოუყვება ამ ერთი ფეხის მოქნევაზე.
ამ სტატიაში იმ ფეხბურთელებზე დავწერთ, რომლებიც შორს იყვნენ ვარსკვლავობისგან, გუნდის ძირითადში მოხვედრაც კი უჭირდათ, მაგრამ ბედმა მათ გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლი არგუნა. ასე ვთქვათ, მოულოდნელი გმირების შესახებ და სხვათა შორის, სერხი რობერტოს გარდა, კიდევ რამდენიმე ბარსელონელს გავიხსენებთ.
1986 წელი იყო, "ბარსელონა" ჩემპიონთა თასი ნახევარფინალში შვედურ "გიოტებორგს" მასპინძლობდა. კატალონიელებს შვედეთში 0:3 ჰქონდათ წაგებული და ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთული იქნებოდა ფინალში გასვლა... "კამპ ნოუზე" ყველაფერი უკუღმა დატრიალდა, "ბარსამ" 3:0 მოიგო, დამატებით დროში გოლი აღარ გასულა და პენალტებით იმარჯვეს კატალონიელებმა. სამივე გოლი პიჩი ალონსომ გაიტანა...
ვინ იყო პიჩი ალონსო? იშვიათად ხვდებოდა "ბარსას" ძირითადში, ესპანეთის ნაკრებშიც მხოლოდ სამი უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული. და უცებ ამხელა კლუბი თითქმის პირადად გაჰყავს ჩემპიონთა თასის ფინალში. აი, ფინალში კი კატალონიელებმა პენალტების სერიაში წააგეს ბუქარესტის "სტიაუასთან" - 0:2.
თავისთავად გადავედით "სტიაუაზე", კერძოდ, მის მეკარე ჰელმუტ დუკადამზე. 1986 წელი, ხსენებული ფინალი სევილიაში, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი "ბარსა" უშანსოდ დარჩა: რუმინელთა მეკარემ ოთხი პენალტი მოიგერია! ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დუკადამი რუმინეთის ნაკრების ძირითადი მეკარე არ გახლდათ...
"მხოლოდ ფსიქოლოგიური კუთხით ვუდგებოდი, ვინ რომელ კუთხეში დაარტყამდა. უბრალოდ, "ბარსელონას" პენალტისტების ფსიქოლოგია წარმოვიდგინე. წინასწარ არ მივარჯიშია პენალტების მოგერიებაზე. კონკრეტულად იმ საღამოს, ოთხივე ჯერზე გამოვიცანი, ვინ რომელ კუთხეს აირჩევდა" - თქვა დუკადამმა ინტერვიუში.
2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, "ბარსელონა" აგებს "არსენალთან", ჯერ სამუელ ეტოო ათანაბრებს და მერე, 81-ე წუთზე გამარჯვების გოლი გააქვს... ჟულიანო ბელეტის. "ბარსას" ჰყავდა რონალდინიო, ეტოო, დეკუ, ლარსონი, ამ დროს კი ბელეტიმ გაიტანა. არა, ბელეტი ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ დღეს ამ გოლით უფრო გაიხსენებენ.
თასების თასის ფინალი 1995 წელს. "სარაგოსა"-"არსენალი", ანგარიშია 1:1 და მიმდინარეობს 120-ე წუთი. ყველა პენალტების სერიას ელის, მაგრამ 40 მეტრიდან მოულოდნელად კარში ურტყამს ესპანელთა მაროკოული წარმოშობის ნახევარმცველი ნაიმი. "არსენალის" მეკარე დევიდ სიმენი თან გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა და ბადეში გაიხლართა.
იმ დღეს მოედანზე იყვნენ ხუან ესნაიდერი, გუსტავო პოიეტი, მიგელ პარდესა და სხვები, მაგრამ ნაიმმა გაიტანა და ისტორიაში სამუდამოდ დატოვა თავისი სახელი. ნაიმს არასოდეს უთამაშია ესპანეთის ნაკრებში (მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში იყო), ხუთი სეზონი გაატარა იმ დროს არცთუ ძლიერ "ტოტენჰემში" და იქაც საშუალო ფეხბურთელი გახლდათ.
ჟან-ფრანსუა დომერგს საფრანგეთის ნაკრებში ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე - 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, პორტუგალიის კარში. ფრანგებმა 3:2 მოიგეს დამატებით დროში. მცველმა დომერგმა ჯერ ძირითად დროში გაიტანა, მერე კი 114-ე წუთზე, რითაც ანგარიში გაათანაბრა (2:2).
დომერგს ნაკრებში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი იყო საფრანგეთის მაშინდელ თერთმეტეულში, მაგრამ ამ ნახევარფინალით გაითქვა სახელი.
ჟან-ფრანსუა დომერგი ქართველთათვის ნაცნობი პიროვნებაა. უეფასგან მოვლენილი კურატორი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში.
პორტუგალიელი ედერი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში. პორტუგალია-საფრანგეთი, მეორე დამატებითი ტაიმი, გოლი არ გასულა და ამ დროს რა ბურთი გააქვს წარმოშობით გვინეა-ბისაუელ ედერს. ამ ფეხბურთელს არასოდეს უთამაშია გრანდში და ბუნებრივია, ნაკრებშიც ვერ გამოირჩეოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფოტოზე კარგად ჩანს რომ სტუმარი იტალიიდან ეომელიც ზესტაფონის შეილება მფლობელი გახდეს. ან განაცხადა რომ ის 100 მილიონ ლარს ჩადებს ზესტაში თუ მას აცხოვრებენ საზანოში




:




:
დ
ნამდვილად, ეგ ჯუზეპე საზანოელია
მადრიდისტა
მეტალურგს რუსთავის მეტალურგიური ქარხნის გარდა სხვა სპონსორებიც ჰყავდა? მე ვიცი რომ მხოლოდ ეს ერთი სპონსორი ჰყავდა და ამ ქარხნის მფლობელი ჯოზევ ქეია.
კი წვრილი საწამოები აფინანსებდენ ცოტ-ცოტათი ზოგი სავარჯიშო სტადიონების მოწყობაში ეხმარებოდნენ
ქარხანა აფინანსებდა მეც ეგრე ვიცი
მარტო იმფრასტრუქტურისთვის რო გამოყოს თანხა მუნიციპალიტეტმა უფრო იაფი დაუჯდება. და მარტო გუნდის შენახვა ინვესტორს უფრო იაფი. ამიტო მოილაპარაკონ ინვეტორთან ამა თუ იმ მუნიციპალიტეტებმა რო იმფრასტრუქტურას ჩვენ შევინახავთ და გუნდის ხელფასები და ეგეთები თქვენ დაფარეთო. დარწმუნებულივარ ამ შეთავაზებაზე უფრო მეტი ინვესტორი დათახმდება ვიდრე დღესააა
რა თქმა უნდა, ეს წესი უნდა დამკვიდრდეს, ამ ეტაპზე ეგაა ყველაზე იდეალური გამოსავალი და პრობლემის მოგვარება, ეს დახმარება დახ ელშეწყობაა. ამით თავად ინვესთორიც დაინტერესდება რადგან კლუბში მსული მხოლოდ ხელფასები და შეკრებების ხარჯი მოუწევთ! სხვა დამატებითი ხარჯები კი არ ექქნება!
fero
არ გაგიკვირდეს, მარა გორდა აღარ არსებობს კაი ხანია
ვასილიჩ ვიცი, 90 წელს რომ დაარქვეს ქართული სახელები. ყველაზე მეტად მომეწონა, მერე გავარკვიე რომ ძველქართული უვადო მახვილი ყოფილა, მივეჩვიე ამ სახელს და მეტალურგის დაძახებას მაგ სახელის თქმა ირჩევნია!
გორდა აგარ არსებობს მაგრამ მეტალურგს კი არ აწყენდა დახმარება უფრო მეტად ამ წელს საქმე ისე წავიდა რომ მელაურგიულმა ქარხანამაც შეუმცირა დაფინანსება გუნდს...აგრეთვე სხვა წვრიმა საწამოებმა საერთოდ შეუწყვიტეს დაფინანსება ვინაიდან სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნათ ზოგი საერთოდ გაჩერდა...ამ ყველაფერმა კი შედეგებზეც იმოქმედა
ეგრეთ რა, წესით თბილისის მერიაც უნდა ეხმარებოდეს დინამოს, 1-2 მილიონი ლარი თბილისისთვის (როგორც დედაქალაქისთვის) არაფერია, დინამოს რომ ჩაურიცხოს.
ახლა ასეთი მოდელი ტორპედო და გორდასაც დახატავდა, ასევე დინამოსაც წაადგება, უკვე 4 კერძო სტაბილური გუნდი, და ამ მოდელით დაინტერესებული, დილა, მერანი ზუგდიდი და ვიტი რომელიც მცხეთის გუნდად უნდა იქცეს
დოლიძე და გურული დაიმატა გუნდმაო, გაშვებით ბევრია გასაშვები.
M.U2015 მგონი კარგად ვერ ხარ ხომ იცი,კარტოფილი თუ გინდა მოდი მე გაყიდიებ ლარში კილოს,რომელ ბაზარში დადიხარ შენ ნეტავ?
ალბათ, დაბრუნდება ახლა კოკაია
მოსახდენი უნდა მოხდეს ;დ
ნუ ორივე მხარემ შეასრულა პირობა. წესით ასე უნდა მოხდეს!
მეც მასე მგონია, დაბრუნდება. ისე, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ კოკაია არც არსად არ აპირებდა წასვლას.
სავარაუდოდ ეგრეა, შემოულაწუნე თერაპისავით იყო, აიძულა სახელმწიფო ორგანო მასაც შეეტანა რაიმე წვლილი, ისე კი სხვა კლუბებთანაც ასე მოიქცევიან იდეალური არა მაგრამ კარგი სიგნალი იქნება განსავითარებლად
ხო, მეც მასე ვფიქრობ.
იაფი დადგმული სპექტაკლები ზესტაფონში და ქუთაისში - სიბინძურეა ყველგან, ვის უნდა ასეთი გუნდები?
არც არავის. მე საერთოდ იმ აზრის ვარ, რომ ფეხბურთი საქართველოში უნდა ჩამოვიყვანოთ სამოყვარულო დონეზე, როგორც მალტაში, ფარარებში და სხა ქვეყნებშია.
აუ კიდევ ეს!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
რა უბედურებაა ეს აქ!!!
პორნო სპორტიაD
:
სპორტული საიტის სტატუსი იცვლებაDDDDDDDDDDDDDD
აბა,აბა
))
კარგია, ეს თანხა ეყოფა კომუნალურ და სხვა ადგილობრივ ხარჯებს
არაფერი ისეთი სიძვირე არაა, რაც ყოველი წლის ახალი წლისთვის არ იყოს. დღეს მეც ვიყავი ბაზარში და რაც შარშან დამიჯდა ის დამიჯდა ახლაც
1 ლარი ხირდა მე რო ცამოვედი 2012 ცელს რუსეტში 1 ლარი 1 კილო კარტოფილი ახლა ხირს 2 ლარი და 50 ტეტრი ბენზინი კიდე დზვირდება ასე ტუ გაგრდზელდა ყველაფერი ოცნება შევარნადზის ბედს გაიზიარებს
კი, გაძვირებულია. ახალ წელთან ერთად ინფლაციამაც შეუწყო ხელი ფასების გაძვირება.
ფასების ზრდა უნდა დამეწერა
))
არ ვიცი მაგ ფასად კარტოფილი არ დამინახავს! პრინციპში კარგა ხანია არ მიყიდია. სხვა რასაც ვყიდულობ მაგხხელა ფასი ნაღდად არაა რომ არიქა გძვირდაო. ფქვილი რასაც ვაძლევდი იმაზე იაფი იყო ახლა! სხვა ნაღდად არ ვიცი. ბენზინი კი მაგნატზე სადაც ვყიდულობდი ისევ 1.95 იყო!
შენ რომელ ლანეტაზე ცხოვრობ დზმაო??:
DDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ხალხო ახლა ბიდზაშვილს ველაპარაკე სკაპიტ რა ხდება საქარტველოში კუტაიში ფასები გაიზარდაო კარტოფილზე ხალხი დზლივს არისო ფასები ყველგან გაორმაგდაო კარტულ ოცნებას ყველა აგი ნებსო რა ხდება ????