ინგლისურმა "დერბი ქაუნთიმ" ბოლო ორ წელიწადში მეორედ გაათავისუფლა სტივ მაკლარენი. ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "დერბი ქაუნთიდან" ჯერ 2015 წელს გაუშვეს, ხოლო მეორე ჯერზე მხოლოდ ხუთი თვე ამუშავეს: შარშან ოქტომბერში დანიშნეს და უკვე გაათავისუფლეს.
მაკლარენის გაშვების მიზეზი შედეგების გაუარესებაა: "დერბი" ინგლისის ჩემპიონშიფში მეათე ადგილზეა.
მაკლარენის კარიერაში შავ ლაქად ითვლება ინგლისის ნაკრებთან მუშაობა: მის ხელში ინგლსელებმა ევრო-2008-ის შესარჩევი ჩააგდეს, ხორვატიასა და რუსეთს ჩამორჩნენ და ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ.