მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა ინდიან-უელსის მასტერსის 1/32-ფინალში არგენტინელი გუიდო პელა 6:3, 6:2 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. რაფამ 6-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო პელამ 8-დან ორი. რაფა ორივე სეტის დასაწყისში 1:2-ს აგებდა, თუმცა ესპანელმა ორივე შემთხვევაში სიტუაცია შემოაბრუნა.
მომდევნო ეტაპზე ნადალი ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება, მატჩი 14 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ინდიან-უელსის საპრიზო ფონდი 6.9 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.