ლონდონის “ტოტენჰემს” საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი სერიოზულად დაუშავდა. 23 წლის ფორვარდმა ინგლისის ასოციაციის თასზე “მილუოლთან” მატჩისას (6:0) ტერფი დაიზიანა და როგორც ცნობილი ხდება, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.
ტრავმის სიმძიმის შესახებ ინფორმაცია “დეზების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინიომაც დაადასტურა: "ეს იგივე დაზიანებაა, რაც კეინმა სექტემბერში, "სანდერლენდათან" მატჩისას მიიღო", - თქვა არგენტინელმა.
პოჩეტინიოს მიერ ნახსენები ტრავმის გამო, კეინს უქმობა 7 კვირა მოუწია და არაა გამორიცხული, ახლა უფრო დიდი დრო გაუცდეს.
მიმდინარე სეზონში ინგლისელ თავდამსხმელს ყველა ტურნირის ჩათვლით 29 თამაშში 24 გოლი აქვს გატანილი.