ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ სან ანტონიოსთან” 107:85 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც ფაჩულიამ გუნდს 11 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან ოთხი ორქულიანი და 5-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტს” გუნდის ლიდერები სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონ გრინი აკლდნენ, კალათბურთელები მწვრთნელმა დაასვენა. “სან ანტონიოში” კი კავაი ლეონარდს არ უთამაშია. ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და “მეომრებმა” შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში იყვნენ.
“გოლდენ სტეიტი” 52 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე ზუსტად იმავე შედეგით 52 მოგებით და 14 წაგებით “სან ანტონიო” იკავებს.
მომდევნო შეხვედრაში “გოლდენ სტეიტი” შინ “ფილადელფიას” დაუპირისპირდება, მატჩი 15 მარტს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.