გაიმართა საქართველოს თასის მესამე შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი. ორივეში მასპინძლებმა მოიგეს. თბილისის "შევარდენი 1906" ქედის "ბეთლემს" მასპინძლობდა და 2:0 იმარჯვა. ჯერ ავტოგოლი გავიდა, ბოლოს კი გამოცდილმა დავით ოდიკაძემ ორამდე გზარდა სხვაობა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები მეთექვსმეტედფინალში "საბურთალოს" ეთამაშებიან.
მეორე წყვილში, წყალტუბოს "სამგურალის" დუბლებმა 2:1 აჯობეს გულრიფშის "კოლხს". წყალტუბოელები მეთექვსმეტედფინალში გორის "დილას" შეხვდებიან.
შევარდენი1906 - ბეთლემი 2:0
გოლები: 1:0 თვალავაძე (11 ავტოგოლი), 2:0 ოდიკაძე (87)
სამგურალი2 - კოლხი 2:1
გოლები: 1:0 ლეშკაშელი (11), 1:1 გოჩა ტვილდიანი (60), 2;1 ლიპარტელიანი (78)
კოლხეთი1913 - დინამო ბათუმი
ზუგდიდი - ცხინვალი
შევარდენი 1906 - საბურთალო
სამეგრელო - გურია
საპოვნელა - ტორპედო
ლესიჭინე - ჩიხურა
ალგეთი - დინამო თბილისი
ვიტ ჯორჯია - სამტრედია
სამგურალი2 - დილა
გარეჯი - იმერეთი
გაგრა - მეშახტე
რუსთავი - მერანი
სქური - სიონი
გორი - შუქურა
ნორჩი დინამო - ლოკომოტივი
ჭიათურა - სამგურალი
მეთექვსმეტედფინალები 15 მარტს გაიმართება.