კალათბურთი

0:35 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამომ’’ მაინც მოიგო

დღეს ქუთაისში არა მარტო ამ ტურის, არამედ მესამე წრის ცენტრალური შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო’’ და მეორე ადგილზე მყოფი მოქმედი ჩემპიონი ,,ქუთაისი’’ დაუპირისპირდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდებს, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი წრით ადრე ფლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე დიდია შანსი, რომ ეს გუნდები მიმდინარე ჩემპიონატის ფინალში ვიხილოთ.

დღევანდელ შეხვედრამდე, მიმდინარე ჩემპიონატის ურთიერთშეხვედრებში 2:0 იყო ,,დინამოს’’ სასარგებლოდ. დარჩენილი ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში ,,ქუთაისს’’ ჰქონდა შანსი ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ,,დინამომ’’ მაინც მოიგო ამჯერად 90: 78 შეძლო მეტოქის დამარცხება და ურთიერთშეხვედრებში 3: 0 დაწინაურდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედის შემდეგ სტუმრები მთელი 14 ქულის სხვაობით 30: 16 დაწინაურდნენ, მასპინძლებმა ძალინ მოინდომეს , რომლებმაც გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერისა და ზაურ ფაშაევის კარგი თამაშის წყალობით, ძირითადი დროის დასრულებამდე 2.35 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს 75:75. ,,დინამომ’’ დროული წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ ისევ სტუმრები გააქტიურდნენ და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში 11 ქულიანი გაქცევა მოაწყვეს 86:75. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ,,დინამომ’’ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში 22 ქულითა და 8 ზუსტი პასით ყველაზე კარგი შედეგი ,,დინამოს’’ უკანახაზელმა დეონტა ვონმა აჩვენა.

მასპინძელტა შორის 19ქოლით, 5 მოხსნითა და ამდენივე ზუსტი პასით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე გამოირჩა.

,,ქუთაისი’’-,,დინამო’’ 78: 90 (16: 30, 28: 15, 11: 19, 23: 26)

0.127157