ფეხბურთი

21:56 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლურში "გენკის" ფეხბურთელები დომინირებენ

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი წრის მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი 3 წარმომადგენელი ჰყავს "გენკს", რომელმაც "გენტი" სტუმრად 5:2 გაანადგურა.

აღნიშნულ ეტაპზე კიდევ ერთი უხვგოლიანი მატჩი გაიმართა, სადაც "ლიონმა" "რომას" შინ 4:2 სძლია და ფრანგული გუნდიდან სიმბოლურში ადგილი ორ მოთამაშეს ხვდა წილად. საერთო ჯამში უეფამ 8 გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია.

მერვედფინალური ეტაპის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: იან ზომერი ("გლადბახი")

მცველები: უგო მალიო ("სელტა"), უროშ სპაიჩი ("ანდერლეხტი"), ლუდვიგ აუგუსტინსონი ("კოპენჰაგენი")

ნახევარმცველები: ალეხანდრო პოცუელო ("გენკი"), ჰენრიხ მხითარიანი ("მანჩესტერ იუნაიტედი), კორენტინ ტოლისო ("ლიონი"), რუსლან მალინოვსკი ("გენკი")

თავდამსხმელები: ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი"), ვენსან აბუბაქარი ("ბეშიქთაში"), მბვანა სამატა ("გენკი")

0.123553