ფეხბურთი

23:40 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე სტანჩუ გამოარჩიეს

რუმინეთის ეროვნული ნაკრების და "ანდერლეხტის" შემტევი ნახევარმცველი ნიკოლაე სტანჩუ უეფას გამოკითხვაში გულშემატკივრებმა კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 23 წლის ფეხბურთელმა ხმების 37% მიიღო და "გენკის" ფეხბურთელ რუსლან მალინოვსკის 12%-ით გაასწრო.

ნიკოლაემ ბელგიელებს აპოელ-თან გამართული მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მოაგებინა. ერთადერთი გოლი რუმინელმა 29-ე წუთზე გაიტანა. სტანჩუ "ანდერლეხტში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა, მას შემდეგ კი თავი 35 შეხვედრაში 11 გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.134204