“კლივლენდმა” ცენტრი ენდრიუ ბოგუტი კლუბიდან გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ბოგუტმა “კლივლენდში” ერთი წუთის თამაშიც ვერ მოასწრო. მას შემდეგ, რაც ბოგუტი “კავალიერსში” გადავიდა, პარკეტზე გასვლიდან 58-ე წამზე ფეხი მოიტეხა. ენდრიუ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. აქედან გამომდინარე, “კლივლენდმა” ავსტრალიელი კლუბიდან დაითხოვა.
წყაროს ცნობით, ბოგუტი აღდგენითი პროცესის გავლას ავსტრალიაში აპირებს.