ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი "მონაკოს" 18 წლის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მიმართ ინტერესს იჩენს. როგორც მხცოვანმა ფრანგმა განაცხადა, ნიჭიერი მოთამაშე მას ტიერი ანრის ახალგაზრდობას ახსენებს.
"ახალგაზრდა ტიერი ანრის მაგონებს - გარეგნობით, მოძრაობებით, თამაშის მანერით, შეტევის დაგვირგივნებით. მბაპეს განსაკუთრებული ნიჭი და დიდი მომავალი აქვს. ვიცი, რომ იგი სხვა გრანდების ყურადღების ცენტრშია, მაგრამ იმედია, ამ საკითხში დაწინაურებული კერ არცერთი გუნდია", - აღნიშნა ვენგერმა.
კილიან მბაპე "მონაკოს" ძირითად შემადგენლობაში მყარად მიმდინარე სეზონში დამკვიდრდა. ყველა ტურნირის ჩათვლით მის ანგარიშზე ამჟამად 25 თამაში და 15 გოლია. კილიან მბაპეთი დაინტერესებს ევროპული ბობოლა კლუბები უკვე გამოთქვამენ.