ჩოგბურთი

16:00 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი სერენას პირველობას ჩამოართმევს

სერენა უილიამსი “ინდიან-უელსის” მასტერსზე მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერენა აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ რეიტინგში პირველ ადგილს დაკარგავს და ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი გახდება.

ახლა რეიტინგში სერენა 7780 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო კერბერი 7405 ქულით მეორეზე. სერენამ გასულ წელს “ინდიან-უელსში” 650 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და შესაბამისად ამერიკელი წელს ამ ქულების დაცვას ვერ ახერხებს და დაკარგავს. უილიამსს 7130 ქულა გაუხდება. კერბერი კი შარშან “ინდიან-ეულსის” მასტერსზე მეორე რაუნდში დამარცხდა და სულ 10 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

0.118763