ფეხბურთი

11:43 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “60 წუთი “არსენალი” კარგად თამაშობდა”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ლონდონში “არსენალის” (5:1) დამარცხების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველი 60 წუთში დიდი ბრძოლა იყო.

“ძალიან რთული მატჩი იყო. პირველ 60 წუთში “არსენალი” კარგად თამაშობდა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენც რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით. უცნაური შეხვედრა გამოვიდა. მატჩის საბოლოო რეზულტატი რეალურად რაც მოედანზე ხდებოდა იმას არ ასახავს. მას შემდეგ, რაც ლევანდოვსკიმ პენალტი გაიტანა ჩვენ არანაირ ზეწოლას აღარ ვგრძნობდით”- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში ორი მატჩის ჯამში 10:2 გაანადგურა.

0.107057