ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ატლანტა ჰოუქსი” 119:111 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 15 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 6-დან სამი ორქულიანი ჩააგდო. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “გოლდენ სტეიტმა” მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ორივე გუნდის სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩდნა, რომელიც “მეომრებმა” 33:24 მოიგეს, რის შემდეგაც მატჩის ბოლომდე ჯორჯიელები მდევრის როლში აღმოჩნდნენ. შეხვედრაში ყველაზე მეტი 24-24 ქულა სტეფ კარის და ანდრე იგუადალას ანგარიშზეა. “ატლანტაში” შროდერი 23 ქულით გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 52 მოგებით და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “ოქროს შტატელები” მომდევნო შეხვედრაში შინ “ბოსტონს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 9 მარტს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.