თამაშგარე

16:45 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ერიონა მსახიობად მოგვევლინება

ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, შვეიცარიის საფეხბურთი ნაკრების მოთამაშის, ბლერიმ ჯემაილის უნარნარესი და უცნობილესი მეუღლე, ალბანელი ფოტომოდელი, ერიონა სულეიმანი ევროპის ულამაზეს ქალად სცნეს და ეს დიდებული აღიარება საამისო პრიზითაც განამტკიცეს.

სხვებს შეიძლება ამოდენა აღიარება თავში ავარდნოდათ და თვალების უცხოდ ნაბვის მეტი არაფერი ეკეთებინათ, მაგრამ ერიონა სულეიმანი სულ სხვა ყაიდისა და გუნება-განწყობის ქალი ჩანს და ეს ბოლო თვეებია თავდაუზოგავად იღწვის როგორც სამოდელო კარიერის ამბავში, ასევე სამსახიობო საქმესაც შეეჭიდა.

მაშინ, როდესაც ბლერიმ ჯემაილი მწვანე მინდორზე ბურთს დასდევს, მისმა მეუღლემ მორიგი სარფიანი კონტრაქტი გაჩარხა და ამიერიდან მშვენიერი ერიონა ერთ-ერთი თანამედროვე იტალიური ტელესერიალის მთავარ გმირად მოგვევლინება. ბულვარული მედია ჟრჟოლვით იძახის, ერიონას თამამ სცენებში მონაწილეობაც მოუწევსო და აბა ამაზე საამო სანახავი რაღა უნდა იყოს?!...

0.160533