ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში 12 მარტს სრულდება ჯგუფური ეტაპი. გასარკვევია პლეიოფის ორი მონაწილე კაცთა ტურნირში და ერთი - ქალებში, ასევე - ვინ დაიკავებს პირველ ადგილებს კაცთა ჯგუფებში და ვინ მიიღებს პირდაპირ მეოთხედფინალის საგზურს.
ბარსელონამ სტუმრად ფრედ, 27-27 ითმაშა კილთან, 1 ქულით წინ დარჩა პარი სენ ჟერმენზე და პირველობის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში შინ ჰყავს დასამარცხებელი პოლონეთის ვისლა. ვისლას ჰაერივით სჭირდება 1 ქულა ბარსელონაში, რადგანაც წაგების შემთხვევაში პოლონურ კლუბს ეწევა დანიური სილკებორგი და პირადი შეხვედრებით სჯობნის კიდეც.
B ჯგუფს ლიდერობს მაკედონიის ვარდარი, რომელიც მასპინძლობს შდედეთის კრისტიანსტადს. შვედები ბოლო საგზურისთვის იბრძვიან სლოვენიის ცელიესა და ხორვატიის ზაგრებთან ერთად. ცელიე და ზაგრები ერთმანეთში თამაშობენ. ზაგრებს პირველი მატჩი 28-30 აქვს წაგებული და შინ 3 ბურთით მოგება სჭირდება, ასევე კრისტიანსტადის დამარცხება სკოპიეში.
2 მერვედფინალისტი გამოვლინდება ლა რიოხა - ნანტისა და ზაპოროჟიე - მონპელიეს წყვილებში. აქ ფავორიტებმა, ფრანგულმა კლუბებმა პირველი მატჩები სტუმრად მოიგეს და მეტოქეებს 11 მარტს მასპინძლობენ.
ქალთა ტურნირზე თასის მფლობელმა, რუმინეთის ბუკურეშტიმ იზაბელ გულდენის 10 გოლით 28-26 მოუგო უშუალო კონკურენტს, სლოვენიის კრიმს და მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა. კრიმი 2 ქულით ჩამორჩება დანიის მიდტიულანდს, რომელსაც ბოლო ტურში შინ ეთამაშება, ოღონდ პირველი მატჩი 9 ბურთით აქვს წაგებული - 19-28. პირველ ჯგუფში ბოლო, მეოთხე საგზური მოიპოვა, ფრანგულმა მეცმა, ვინც შინ გაანადგურა ვარდარი, 42-28.
მიმოხილვა. ქალები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-05-rewind-women-episode-11
კაცები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-05-rewind-episode-13
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 13 ტური, 1-5 მარტი
A ჯგუფი
ბარსელონა 23 - პსჟ 22, ვესპრემი 16, ფლენზბურგი 13 (12), კილი 12, ვისლა 8 - სილკებორგი 6, შაფჰაუზენი 2 (12)
შაფჰაუზენი (შვც) - ვესპრემი (უნგ) 27-28
ფლენზბურგი (გერ) - სილკებორგი (დან) 26-24
ვისლა პლოცკი (პოლ) - პსჟ (საფ) 25-29
კილი (გერ) - ბარსელონა (ესპ) 27-27
--
B ჯგუფი
ვარდარი 18 - რაინ-ნეკარი 17, კელცე 16, სეგედი 15, ბრესტი 14, ცელიე 9 - კრიტიანსტადი 8, ზაგრები 7
ცელიე (სლნ) - რაინ ნეკარი (გერ) 37-31
სეგედი (უნგ) - ზაგრები (ხორ) 26-21
კრისტიანსტადი (შვდ) - კელცე (პოლ) 29-25
მეშკოვ ბრესტი (ბლრ) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 30-26
A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში
ბოლო ტური - 8-12 მარტს
--
C და D ჯგუფები. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად (საპასუხო - 11 მარტს)
4 მარტი. მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - მონპელიე (საფ) 34-36
სოროკა 10 - ტრუხანოვიჩუსი 8, დოლენეცი, ფოსტენი, გრები 6
5 მარტი. ლა რიოხა (ესპ) - ნანტი (საფ) 25-31
ინუე 7 - გურბინდო 9, კლერი 8
--
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები
მეორე ჯგუფური ეტაპი. 9 ტური
1 ჯგუფი: ფერენცვაროში 14, ვარდარი 13, ბუდუჩნოსტი 12, მეცი 8 - ტიურინგერი 5, ასტრახანოჩკა 2
ტიურინგერი (გერ) - ფერენცვაროში (უნგ) 29-29
მეცი (საფ) - ვარდარი (მკდ) 42-28
ბუდუჩნოსტი (მნტ) - ასტრახანოჩკა (რუს) 38-20
---
2 ჯგუფი: დიორი 15, ლარვიკი 12, ბუკურეშტი 9, მიდტიულანდი 8 - კრიმი 6, ესბიერგი 4
ბუკურეშტი (რუმ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 28-26
მიდტიულანდი (დან) - ლარვიკი (ნორ) 24-28
დიორი ეტო (უნგ) - ესბიერგი (დან) 33-32
ბოლო ტური: 11-12 მარტს. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი