ძიუდო

12:30 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ქართველი მწვრთნელები საგამოცდო მაგიდებს მიუსხდნენ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელების მომზადების პროგრამას ახალი ეტაპით აგრძელებს. ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, თბილისში ჩამოვიდნენ ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები: საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი დანიელ ლასკაუ, კურსის მთავარი ინსტრუქტორი ტიბორ კოზლა, აკადემიის ინსტრუქტორები მარკ ჰუიზინგა, ენვიკ გალეა და პიერო კომინო.

გუშინ, მათი თანდასწრებით ოცდაათმა ქართველმა მწვრთნელმა თეორიული საგამოცდო ტესტები ჩააბარა და უკვე ერთკვირიანი პრაქტიკული სემინარი დაიწყო. მომდევნო კვირაში გამოცდაზე კიდევ 40 ქართველი სპეციალისტი გავა. ის მწვრთნელები კი, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარეს, უკვე აკადემიის მეორე კურსზე სწავლობენ.

0.113973