ვაკო გვილია მალე მწყობრში იქნება და ბატე-ში სრული დატვირთვით ივარჯიშებს. ეს ნიშნავს, რომ 24 საქართველო-სერბეთის მატჩისთვის მზად იქნება და საშიში არაფერია.
გვილიამ თბილისის "დინამოსთან" მიიღო ტრავმა და ორი კვირაა, რაც არ უთამაშია. ბატე-ს თავკაცმა ალექსანდრ ერმაკოვიჩმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა.