ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დავიდ სილვას აქებს. პეპის განცხადებით, ესპანელი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.
“დავიდი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც აქამდე მიმუშავია. ძალიან გამიმართლა, რომ მისი მწვრთნელი ვარ. მინდოდა, რომ სილვასთან ერთად ვყოფილიყავი და “სიტიში” გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა. როდესაც იგი “ვალენსიაში” თამაშობდა, მე “ბარსელონაში” ვიყავი და ვფიქრობდი – ეს ბიჭი განსაკუთრებულია!
ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ საოცარი გამარჯვების წყურვილი აქვს და ამავდროულად გამაჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია. იგი მუდმივად მოძრაობს მოედანზე – ერთი სიტყვით, ფანტასტიკური ფეხბურთელია”, - თქვა გვარდიოლამ.
დავიდ სილვას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 32 თამაშში 5 გოლის აქვს გატანილი და 9 საგოლე გადაცემა შესრულებული.