ფეხბურთი

19:00 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსის" დატოვებას არ აპირებს

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი ზაფხულში გუნდის გამოცვლას არ აპირებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა იტალიურ მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, “ბებერი ქალბატონის” დატოვების მიზეზი არ გააჩნია.

“ჩემთვის არაფერი შეცვლილა – ვაგრძელებ ბრძოლას “იუვენტუსთან” ერთად. კონტრაქტი 2021 წლამდე მაქვს გუნდთან და ვგრძნობ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, “იუვეს” დატოვება რომ მდომოდა, ზაფხულში ინგლისიდან სარფიანი წინადადებები მქონდა. რაც შეეხება “პორტუსთან” მომხდარს – განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ამან დაადასტურა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად 100%-ით დახარჯვაა საჭირო”, - განაცხადა ბონუჩიმ.

გარდა ამისა, 29 წლის მცველმა თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

“სიმართლე გითხრათ, მომავალში მწვრთნელობას ვაპირებ, ეს საქმიანობა ძალიან მომწონს”, - დასძინა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩის “იუვენტუსიდან” შესაძლო აბარგების შესახებ მას შემდგომ დაიწყო საუბრები, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “პორტუსთან” დაპირისპირებას ტრიბუნიდან მიადევნა თვალი მასიმილიანო ალეგრისთან პრობლემების გამო.

თუმცა, იმის მერე სიტუაცია შეიცვალა და ლეონარდო ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. “უდინეზესთან” შეხვედრაში კი, “იუვენტუსს” ქულა სწორედ მისმა გოლმა მოუტანა.

0.121082