ATP-ის განახლებულ რეიტინგში “დუბაის” ტურნირის გამარჯვებულმა ენდი მარეიმ 500 დამატებითი სარეიტინგო ქულის მიღების შემდეგ ჯოკოვიჩთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ხოლო “აკაპულკოს” ტურნირის ტრიუმფატორმა ამერიკელმა სემ კურიემ რეიტინგში 14 საფეხურით წინ წაიწია და 26-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ნიკოლოს ბასილაშვილს ამ კვირაში არ უთამაშია, რეიტინგში ორი საფეხურით უკან დაიხია და 55-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ATP-ის 6 მარტის განახლებული რეიტინგი:
- ენდი მარეი – 12 040
- ნოვაკ ჯოკოვიჩი - 9825
- სტენ ვავრინკა – 5195
- მილოშ რაონიჩი – 5080
- კეი ნიშიკორი – 4730
- რაფაელ ნადალი - 4415
- მარინ ჩილიჩი – 3590
- ჟო-ვილფრედ ცონგა – 3480
- დომინიკ ტიმი – 3375
- როჯერ ფედერერი – 3305 55.
55. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 868