კალათბურთი

22:00 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგაში  დარჩენისათვის  გააფთრებული  ბრძოლა  მიმდინარეობს

რაც უფრო ახლოვდება ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ფინიში, მით უფრო იძაბება სიტუაცია. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები სასწაულებს ახდენენ. ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ,,მგზავრებმა’’ მე-18 ტურში ერთპიროვნულ ლიდერ ,,დინამოს’’ მოუგო. ამ ტურში კი მეორე ადგილზე მყოფი ,,ქუთაისი’’ დაამარცხა.

,,მგზავრებს’’ არც მეორე აუტსაიდერი ,,ოლიმპი’’ ჩამორჩა, რომელმაც ამ ტურში ფლეი ოფის საგზურისათვის მებრძოლ ,,კაკტუსს’’ გამანადგურებელი ანგარიშით 90: 46 სძლია.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად ,,კაკტუსი’’ ითვლებოდა, მაგრამ შეხვედრა ,,ოლიმპის’’ უპირატესობით დაიწყო. იმდენად დიდი იყო მისი უპირატესობა, რომ მეტოქეს მატჩის ხსნის მცირე შანსიც კი არ დაუტოვა. ,,ოლიმპის’’ გამარჯვებას არავინ გამორიცხავდა, თუმცა ანგარიშში ამხელა სხვაობას არავინ ელოდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა ,,ოლიმპის’’ ამერიკელმა ლეგიონერმა ტრე ბურნეთმა დააგროვა. მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულე უოლტერ პიჩფორდმა კი 10 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,კაკტუსის’’ მხრიდან ყველაზე შედეგიანი ბექა ჩიკვილაძე იყო, რომლის ანგარიშზეც 13 ქულაა.

,,ოლიმპი’’- ,,კაკტუსი’’ 90: 46

(24: 8, 21: 18, 22: 15, 23: 5)

0.132979