საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტური, რომელსაც თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს „სოხუმისა“ და „ბათუმის“ მატჩით გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმი“ ქრისტოფერ ფელჩერის ტრავმის შემდეგ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩა, შეხვედრა დავით უსტიაშვილის შეგირდების უპირატესობით დაიწყო. შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე „ბათუმი“ პირველ მეოთხედში 7 ქულით 20:13 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში „სოხუმმა“ არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და დროის ეს მონაკვეთი 39:32 მოიგო. მეორე ტაიმში „სოხუმმა“ არა მარტო მოახერხა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება, არამედ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ, 11 ქულის სხვაობით 75:64 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა „სოხუმის“ უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ ტიშენკომ დააგროვა. ბათუმელთა შორისაც უკრაინელი ლეგიონერები აქტიურობდნენ. მათ შორის 16-16 ქულით ყველაზე შედეგიანები იგორ კრივცოვი და ილია შემოსიუკი იყო. კრივცოვი დაგროვილ ქულებს 10 მოხსნა შემატა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ამჟამად მიმდინარეობს „დინამო“ – „რუსთავის“ შეხვედრა.
სოხუმი - ბათუმი 75:64 (13:20, 26:12, 18:14, 18:18)