კალათბურთი

23:20 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ბათუმი’’ ცენტრის გარეშე დარჩა

კალათბურთში სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმი’’, იმის შემდეგ რაც აწ უკვე ზღვისპირელთა ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ქრისტოფერ ფელჩერმა (12.02.91, 208 სმ.) წელის ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა, ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩა.

ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ბათუმის’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა დავით უსტიაშვილმა განუცხადა.

,,ბათუმიდან თბილისში მგზავრობის შემდეგ, სადაც მესამე წრეში ,,კაკტუსს’’ უნდა შევხვედროდით ფელჩერმა წელში ტკივილი იგრძნო და მატჩში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ბათუმში დაბრუნების შემდეგ, ფელჩერს წელის საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ფელჩერისთვის 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონი ნაადრევად დასრულდა’’ - გვითხრა უსტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ,,ბათუმს’’ 19 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და რვაგუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.123945