კალათბურთი

21:59 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მათიაშვილს ფეხის ტრავმა აწუხებს

კალათბურთში ა ლიგის მონაწილე სეუ-ს ცენტრალურ თავდამსხმელ რიჩარდ მათიაშვილს (01. 01. 89, 209 სმ) ფეხის ტრავმა აწუხებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს სეუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ეძგვერაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მათიაშვილმა აღნიშნული ტრავმის გამო ა ლიგის მეორე ტურში თსუ-,,ჰიუნდაისთან’’ შეხვედრა გამოტოვა. ექვსი ტურის შემდეგ სეუ-ს მოგება არ აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

0.120705