ფეხბურთი

16:11 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძის გუნდმა ყაზახეთში სუპერთასი მოიგო

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა" ყაზახეთის სუპერთასი მოიგო. ალმათელებმა 2:0 სძლიეს მოქმედ ჩემპიონ "ასტანას". სხვათა შორის, შარშან თასიც ასტანელებმა მოიგეს და ფინალში სწორედ ცხადაძის გუნდს აჯობეს - 1:0. აი,სუპერთასზე კი, ქართველ მწვრთნელმა თავისებური რევანში აიღო.

შეგახსენებთ, ცხადაძის თანაშემწე თბილისის "ამერისა" და ზაქათალის "სიმურგის" ყოფილი თავკაცი გიორგი ჩიხრაძე გახლავთ.

0.120524