ჭიდაობა

10:59 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა შიდა კონკურენცია სანახევროდ გაარკვიეს

თერჯოლა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – 3 მარტს, იმერულ ხალიჩაზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდა. ორში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გარდაბნის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები: ბექა მამუკაშვილი (74 კგ) და გიორგი ბარბაქაძე (96 კგ) ავიდნენ. უმსუბუქესი წონის - 50 კილოგრამის შიდა კონკურენციაში ყველას თბილისელმა რამაზ სილაგავამ აჯობა, ხოლო 60-ში – ხულოელმა ლერი აბულაძემ.

დღეს საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში შეივსება. საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით კი ახალგაზრდული ნაკრები დაკომპლექტდება.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თერჯოლა

3 მარტი

50 კგ

1 რამაზ სილაგავა (თბილისი)

2 შოთა ღლონტი (ოზურგეთი)

3 გურამ აბრამიშვილი (გარდაბანი)

3 ვასილ ხაჩიძე (ბორჯომი)

60 კგ

1 ლერი აბულაძე (ხულო)

2 დავით ბაკურიძე (ოზურგეთი)

3 ჯონი ხეცურიანი (ხობი)

3 გიორგი გუჯაბიძე (ოზურგეთი)

74 კგ

1 ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)

2 თენგიზ შუბითიძე (გარდაბანი)

3 აივენგო რიკაძე (გარდაბანი)

3 დავით გოგიძე (ქუთაისი)

96 კგ

1 გიორგი ბარბაქაძე (გარდაბანი)

2 საბა ბუხრიკიძე (თბილისი)

3 ნიკოლოზ პატარაია (თბილისი)

3 კახა კალანდაძე (ოზურგეთი)

ვასილ მშვილდაძე

0.128807