ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა ეროვნულ ნაკრებში თამაშის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც “ორლანდო სიტის” 34 წლის შემტევმა ნახევარმცველმა განაცხადა, იგი მზადაა ისევ ითამაშოს “სელესაოს” რიგებში.
“ჩემთვის ბრაზილიის ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვარ ისევ მოვირგო ჩემი სამშობლოს ნაკრების მაისური. თუ იქნება იმის შანსი, რომ დავრბუნდე, ამას სიამოვნებით გავაკეთებ.
თუმცა, ახლა “სელესაოს” კარგი მომენტი უდგას, აქვს დადებითი შედეგები და თამაშობს ლამაზ ფეხბურთს. ეს გუნდი ძალიან მომწონს – ნეიმარი ფანტასტიკურია, მაგრამ ასევე, მთელი გუნდი ძლიერია”, - თქვა კაკამ.
რიკარდო კაკამ ბოლოს ბრაზილიის ნაკრების ღირსება 2016 წლის 30 მაისს, ამხანაგურ მატჩში პანამის წინააღმდეგ ითამაშა.
მთლიანობაში კაკას “პენტაკამპეონელთა” რიგებში 2002-2016 წლებში 92 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი. 2002 წელს კი, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.